კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ესპანეთში მოასპარეზე გიორგი ქოჩორაშვილი ტურის სიმბოლურში მოხვდა

ესპანეთის “ჟირონას” ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სეგუნდა B-ს მესამე ჯგუფის მეორე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

მეორე ტურში “ჟირონა” საკუთარ მოედანზე “ოლოტთან” 0:1 დამარცხდა. ამის მიუხედავად, ქართველი ფეხბურთელი თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჰავბეკი ესპანურ კლუბში თბილისის “საბურთალოდან” გადავიდა.

 

ვლადიმერ ვაისი: “ყაზახეთთან მოგება მხოლოდ დასაწყისია”