კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ესპანეთში ქართული დერბი შედგა: შენგელია მატჩის MVP გახდა, შერმადინი კი “ტენერიფეში” (ვიდეო, ფოტო)

ტენერიფე ბასკონიას წინააღმდეგ

Image source: CB1939Canarias ტვიტერის გვერდი

 

ესპანეთის განახლებულ ლიგა ენდესაში ქართული დერბი შედგა, რომელშიც მთავარი როლის შემსრულებლები ქართველი კალათბურთელები გახლდნენ. საქართველოს ნაკრების 2 წამყვანი კალათბურთელის კლუბების დაპირისპირება ესპანური ლიგის ტურის მთავარი სანახაობა გამოდგა. თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” დაძაბულ ბრძოლაში – 79:72 დაამარცხა გიორგი შერმადინის “ტენერიფე”.

ხსენებული მატჩის MVP  შენგელია გახდა. თორნიკემ 31 წუთი ითამაშა, რა დროშიც 21 ქულას, 6 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. თორნიკემ 10-დან 7-ორქულიანი, ერთი სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

შერმადინმა კი 26:38 წუთში 18 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. გიორგიმ 13-დან 7-ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო გამოიყენა. თორნიკეს მსგავსად, შერმადინმა საკუთარ გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

 

 

“ბასკონია” 6-გუნდიანი ა ჯგუფის ლიდერია – 2 მატჩი და 2 მოგება, ხოლო “ტენერიფე” 2 წაგებით აუტსაიდერია. მე-2 ტურის მატჩს დღეს გამართავს ბექა ბურჯანაძის “გრან კანარია”, რომელიც ქართველის ყოფილ გუნდ “მორაბანკ ანდორას” დაუპირისპირდება.

 

 

წყარო – Liga Endesa