კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ესპანეთმა უკრაინა გაანადგურა, გერმანიამ ქულები დაკარგა (ვიდეო)

ესპანეთმა უკრაინა დაამარცხა

Image source: Uefa Nations League

 

ერთა ლიგის მეორე ტურში ესპანეთის ნაკრებმა უკრაინას უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა, ხოლო გერმანიამ სტუმრად შვეიცარიასთან ორი ქულა დაკარგა.

ესპანელებმა უკრაინელები ძალიან ადვილად დაამარცხეს. სერხიო რამოსმა დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი ანსუ ფატიმ და ფერან ტორესმა გაიტანეს. ფატი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ესპანეთის ნაკრებში გოლი გაიტანა.

გერმანიის ნაკრები სტუმრად შვეიცარიას ილქაი გუნდოგანის გოლით უგებდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში სილვან ვიდმერმა გათანაბრება შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჯგუფში ესპანეთი 4 ქულით ლიდერია, ხოლო გერმანიას მხოლოდ 2 ქულა აქვს 2 ტურში და მე-3 ადგილზეა.

ესპანეთი – უკრაინა 4:0

გოლები: 1:0 სერხიო რამოსი (3, პენ), 2:0 სერხიო რამოსი (29), 3:0 ანსუ ფატი (32), 3:0 ფერნა ტორესი (84)

შვეიცარია – გერმანია 1:1

გოლები: 0:1 გუნდოგანი (14), 1:1 ვიდმერი (58)

 

 

წყარო – Nations League

 

ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-იდან თამაშის დროს მოხსნეს (ვიდეო)