კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ესპანეთის სუპერთასი ახალი ფორმატით ჩატარდება და ცნობილია ტურნირის კალენდარი

Image source: Marca

 

ესპანეთის სუპერთასის გათამაშება ისტორიაში პირველად ახალი ფორმატით ჩატარდება. ორი გუნდის ნაცვლად, მასში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას – „ბარსელონა“, „ვალენსია“, „ატლეტიკო“ და „რეალი“.

ჯერ ნახევარფინალი გაიმართება, შემდეგ ფინალი. კენჭისყრის შედეგებით კი, ნახევარფინალში „ვალენსია“ „რეალს“, ხოლო „ბარსელონა“ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

„ღამურები“ და მადრიდელები 8 იანვარს, კატალონელები და „როხიბლანკო“ კი 9 იანვარს ითამაშებენ. გამარჯვებულები ფინალში გავლენ, რომელიც 12 იანვარს ჩატარდება.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის სუპერთასის ტურნირს საუდის არაბეთი უმასპინძლებს.

 

წყარო – Marca.com

 

შერმადინი და შენგელია ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელებში არიან