კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ესპანეთის სამეფოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყნის სუპერთასის ჩატარების თარიღი გამოაცხადა

 

ესპანეთის სუპერთასის გათამაშება ისტორიაში პირველად ახალი ფორმატით ჩატარდება.

2 გუნდის ნაცვლად, მასში ოთხი გუნდი მიიღებს მონაწილეობას – „ბარსელონა“, „ვალენსია“, „ატლეტიკო“ და „რეალი“.ჯერ ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება, შემდეგ ფინალი. კენჭისყრის შედეგებით კი, ნახევარფინალში „ვალენსია“ „რეალს8 იანვარს (თბილისის დროით 20:00) დაუპირისპირდება, ხოლო „ბარსელონა“ კი 9 იანვარს (თბილისის დროით 20:00 საათზე) „ატლეტიკოს“. გამარჯვებულები ფინალში გავლენ, რომელიც 12 იანვარს ჩატარდება.

აქვე გეტყვით, რომ ესპანეთის სუპერთასის ტურნირს საუდის არაბეთი უმასპინძლებს.

 

წყარო – rfef.es

რომელ ადგილზეა საქართველო უეფას განახლებულ რეიტინგში