კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ეს თამაშია, რომელიც უნდა მოვიგოთ” – მოჰამედ სალაჰმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩის წინ გაიხუმრა

მოჰამედ სალაჰი

Image source: Getty Images

 

ინგლისის პრემიერ ლიგის ცენტრალრი მატჩი “ლივერპულსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გაიმართება 19 იანვარს, თბილისის დროით 19:30 საათზე.

მერსისაიდელების ვარსკვლავმა, მოჰამედ სალაჰმა მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განვლილი მატჩიც ხუმრობით გაიხსენა.

მანჩესტერ იუნაიტედი” ერთადერთი გუნდია, რომელმაც ლივერპულს ქულები წაართვა? დიახ, რადგანაც მე ტრავმა მივიღე.

ხუმრობას თავი რომ დავანებოთ, მათ ჩვენთან კარგი თამში ჩაატარეს. მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ არ გაგვიმართლა, ასეთი რამ ხდება ხოლმე. ახლა მოვიდა დრო, რომ მომდევნო მატჩზე ვიყოთ კონცენტრირებული. ეს თამაშია, რომელიც უნდა მოვიგოთ”, – განაცხადა სალაჰმა.

 

წყარო – TV 2 Sporten