კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ეს მძიმე გამარჯვება იყო” – შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი საქართველოსთან მოგებული მატჩის შესაძებ

Image source: Schweizerischer Fussballverband - Association Suisse de Football

 

საქართველოს ნაკრებმა სენტ გალენში შვეიცარიასთან მინიმალური ანგარიშით 1-0 წააგო და 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაასრულა.

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბრუნო პეტკოვიჩმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

პირველ ტაიმში ვუტევდით და ვცდილობდით გოლი სწრაფად გაგვეტანა, რადგანაც საქართველოს ნაკრები ისეთი გუნდია, რომ რაც დრო გადის, გოლის გატანა უფრო რთული ხდება. მეორე ტაიმში მეტოქემ თავდაჯერებულობა დაიმატა და თამაში უფრო და უფრო გვიძნელდა.

ეს მძიმე გამარჯვება იყო, მაგრამ მეტოქეზე უფორ კარგი გუნდი ვიყავით. ხლა უნდა აღვიდგინოთ ძალები და გიბრალტართან მოახლოებულ შეხვედრაზე ვიფიქროთ”, – განაცხადა პეტკოვიჩმა.

წყარო – football.ch

სამმატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ გოგა ბითაძე მოედანს დაუბრუნდა (ვიდეო)