კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეს იყო გიორგი აბურჯანიას პირველი ვარჯიში თავის ახალ თანაგუნდელებთან (ვიდეო, ფოტო)

გიორგი აბურჯანიას პირველი ვარჯიში ახალ გუნდთან

Image source: FC Cartagena ტვიტერის გვერდი

 

გუშინ, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, გიორგი აბურჯანია ესპანური “კარტახენას” ღირსებას დაიცავს. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა თავის ახალ გუნდთან პირველი ვარჯიში ჩაატარა.

“კარტახენა” ლა ლიგა 2-ში დარჩენისთვის იბრძვის და გიორგისთვის კარგი ვარიანტია, უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს. აღვნიშნოთ, რომ აბურჯანიამ “რეალ ოვიედოში” პირველობის მიმდინარე სეზონში 4-ჯერ ითამაშა.

შეგახსნებთ, რომ “კარტახენა” 22 ტურის შემდეგ ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილის უკანასკნელ 3 პოზიციას “სარაგოსასთან” და “ალკორკონთან” იყოფს. გიორგის გუნდი პირველობის 23-ე ტურში “სპორტინგს ხიხონს” ესტუმრება, რომელიც სატურნირო ცხრილის მე-5 ადგილზე 36 ქულით.

 

წყარო – FCCartagena_efs