კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

“ეს ჩემი ბრძოლა არ იყო” – გურამ ქუთათელაძე UFC-ში სადებიუტო მოგებული ბრძოლით უკმაყოფილო დარჩა (ვიდეო)

გურამ ქუთათელაძემ დებიუტი მოიგო

Image source: Getty Images

 

ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა გამართა და მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში მისი პირველი მეტოქე იყო პოლონელი მატეუშ გამროტი, რომელსაც ამ ბრძოლამდე 17 -დან 17 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. ქუთათელაძეს კი ბოლო 5 წლის განმავლობაში წაგებული ბრძოლა არ ჰქონდა და მის აქტივში ზედიზედ 8 გამარჯვება იყო.

ამგვარად ქართველმა მებრძოლმა მეტოქეის 17-ბრძოლიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა გურამი ბრძოლით უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა:

ეს ჩემი ბრძოლა არ იყო , მე პატიოსანი ადამიანი ვარ, რა თქმა უნდა, მადლობას გიხდით, მაგრამ არ ვიცი, მსაჯებმა ქულები როგორ დათვალეს, ბედნიერი არ ვარ, რადგან სხვა შედეგს ველოდი”.

რატომ იპარსავენ ფეხბურთელები ფეხებს? რონალდუ კი ყველაფერს იპარსავს