კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ერთა ლიგის ნახევარფინალი: ბელარუსი, ევრო-2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაჩვენები ცუდი შედეგის შემდეგ

Image source: team.abff.by

 

როგორც ცნობილია, საქართველოს საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2020-ის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დაგროვებული 8 ქულით დაასრულა და ახლა ერთა ლიგის ნახევარფინალში ჩვენი გუნდი ბელარუსის ნაკრებს 2020 წლის 26 მარტს დაუპირისპირება, ხოლო მეორე ნახევარფინალურ შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები კოსოვოსთან ჩაატარებს. ნახევარფინალში ბელარუსული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში საქართველო პლეი-ოფის ფინალს უმასპინძლებს.

 

ჩვენი გუნდის მომდევნო მეტოქის შესახებ?

 

ბელარუსის ნაკრების შედეგები ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე:

  • 11.09.18 – მოლდოვა 0-0 ბელარუსი
  • 12.10.18ბელარუსი 1-0 ლუქსემბურგი
  • 15.10.18 – ბელარუსი 0-0 მოლდოვა
  • 15.11.18 – ლუქსემბურგი 0-2 ბელარუსი
  • 18.11.18 – სან მარინო 0-2 ბელარუსი

ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპზე D დივიზიონის მეორე ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

 

ბელარუსის ნაკრების შედეგები ევრო-2020-ის ჯგუფურ ეტაპზე:

  • 21.03.19 – ნიდერლანდები 4-0 ბელარუსი
  • 24.03.19 – ჩრდ. ირლანდია 2-1 ბელარუსი
  • 08.06.19 – ბელარუსი 0-2 გერმანია
  • 11.06.19 – ბელარუსი 0-1 ჩრდ. ირლანდია
  • 06.09.19 – ესტონეთი 1-2 ბელარუსი
  • 10.10.19 – ბელარუსი 0-0 ესტონეთი
  • 13.10.19 – ბელარუსი 1-2 ნიდერლანდები
  • 16.11.19 – გერმანია 4-0 ბელარუსი

 

ურთიერთშეხვედრების სტატისტიკა:

ბელარუსის წინააღმდეგ საქართველომ 2012 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ითამაშა. იმ დროს საქართველომ ჯგუფში პირველივე მატჩში ბელარუსს მინიმალური ანგარიშით – 1:0 მოუგო. გასვლით შეხვედრაში კი ბელარუსებმა – 2:0 მოიგეს. ნაკრებებმა ერთმანეთში უკანასკნელად ამხანაგური მატჩი 2017 წლის ნოემბერს გამართეს და ფრედ 2:2 ითამაშეს.

ერთა ლიგა: ბელარუსული ბარიერის გადალახვის შემთხვევაში ფინალი საქართველოში შედგება