კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიამ მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა

მაკედონიამ ესტონეთს აჯობა

Image source: ffm.mk

 

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში გადასვლელად იბრძვის. ჯგუფში დაძაბული ვითარებაა და ყველა თამაში მნიშვნელოვანია.

მეხუთე ტურში ჩრდილოეთ მაკედონიამ საკუთარ მოედანზე ესტონეთს უმასპინძლა, რომელიც ჯგუფის აუტსაიდერია.

მასპინძლებმა უკეთ ითამაშეს, უპირატესობას ფლობდნენ და საბოლოოდ, 2:1 იმარჯვეს. ტრიჩკოვსკის გოლს საპინენმა უპასუხა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე სტოიანოვსკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა.

5 თამაშში ჩრდილოეთ მაკედონიას 9 ქულა აქვს, საქართველოს 4 მატჩში 6, სომხეთს ასევე 4 ტურის შემდეგ 5, ხოლო ესტონეთი ბოლო ადგილზე გავა – 5 ტურში 2 ქულა.

ჩრდ. მაკედონია – ესტონეთი 2:1

გოლები: 1:0 ტრიჩკოვსკი (29), 1:1 საპინენი (52), 2:1 სტოიანოვსკი (68)

 

წყარო – ffmm.mk