კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ერთა ლიგა: C ლიგის მეორე ჯგუფის კვირის სიმბოლური ნაკრები Whoscored-ის ვერსიით (ფოტო)

Image source: gff.ge

 

18 ნოემბერს, თბილისის “დინამო არენაზე” საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთის წინააღმდეგ ერთა ლიგის მეექსვე ტურის შეხვედრა გამართა და გატანილი გოლების გარეშე ფრედ – 0:0 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა 7 ქულა დააგროვა და ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა.

ერთა ლიგის მე-6 ტურის შემდეგ Whoscored-მა C დივიზიონის მეორე ჯგუფის კვირის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. სიმბოლურ ნაკრებში საქართველოს ნაკრებიდან 2 ფეხბურთელი მოხვდა დამსახურებულად: ვალერი ყაზაიშვილი და ნიკა კანკავა.

აღსანიშნავია ის, რომ ჯგუფის გამარჯვებული სომეხთის ნაკრები გახდა დაგროვებული 11 ქულით და ამ სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი ფეხბურთელი სომხეთის ნაკრებიდან მოხვდა – იურჩენკო, ჰამბარძუმიანი, ჰოვჰანისანი, ბარსეღიანი და კარაპეტიანი.

Whoscored-მა დასკვნითი ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო სეზონს 2021 წლის მარტში მსოფლიოს 2022 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებით განაახლებს. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა 7 დეკემბერს არის ჩანიშნული.

 

 

 

 

წყარო – whoscored.com

 

 

 

 

 

გიორგი ცხოვრებაძის წარმატებული დებიუტი ევროპის ლიგაზე