კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ეროვნული ლიგის პირველი ტურის ორი მატჩი მასპინძლებმა მოიგეს

თელავმა სამტრედიას მოუგო

Image source: FC Telavi

 

საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის ორი მატჩი გაიმართა. „თელავმა“ „სამტრედიას“ და „დილამ“ „შუქურას“ მოუგო.

ორივე თამაში დაძაბული გამოდგა, მაგრამ ნაკლებად სანახაობრივი და მხოლოდ თითო გოლი გაიტანეს. „თელავმა“ „სამტრედიას“ შოთა შეყილაძის ერთადერთი გოლით სძლია და სეზონი კარგად დაიწყო.

გორის „დილას“ კი 3 ქულა თორნიკე კაპანაძემ მოუტანა, რომელიც გორელთა ახალწვეულია და სადებიუტო თამაშში მატჩის გმირი გახდა.

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველი ტური ორშაბათს დასრულდება. „საბურთალო“ საკუთარ მოედანზე „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს.

„თელავი“ – „სამტრედია“ 1:0

გოლი: 1:0 შეყილაძე (45)

„დილა“ – „შუქურა“ 1:0

გოლი: 1:0 კაპანაძე (14)

 

წყარო – Eliga.ge

 

ბელგიაში გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა (ვიდეო)