კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგის მეორე შეხვედრაც სენსაციური შედეგით და გოლების გარეშე დასრულდა

Image source: ეროვნული ლიგის იუთუბის არხი

 

საქართველოს ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონის პირველი სათამაშო დღე უგოლო გამოდგა. ტურის მეორე შეხვედრაში „დინამო ბათუმმა“ დებიუტანტ „მერანს“ უმასპინძლა და შეხვედრა გოლების გარეშე დასრულდა.

მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა, შედეგში ვერ გადაზარდეს და საბოლოოდ ორი ქულა დაკარგეს.

აქვე გეტყვით, რომ ტურის პირველი მატჩი „დინამო თბილისსა“ და „თელავს“ შორის გაიმართა და ისიც 0:0 დასრულდა. ასე, რომ სასტარტო ორი შეხვედრის შემდეგ გოლი არ გასულა და ტური ხვალ სამი მატჩით გაგრძელდება.

„დინამო ბათუმი“ – „მერანი“ 0:0

 

წყარო – eliga.ge

 

“ბაიერნის” ფანების პროტესტი, შეწყვეტილი თამაში და სიარული მოედნის ცენტრში (ვიდეო)