კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი გიორგი ნემსაძის გუნდის დამაჯარებელი გამარჯვებით დასრულდა

დინამომ ლოკოც დაამარცხა

Image source: FC Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ცენტრალური მატჩი “დინამო არენაზე” გაიმართა, სადაც ერთმანეთს თბილისის „ლოკომოტივი“  და თბილისის “დინამო” დაუპირისპირდნენ, რომელიც გიორგი ნემსაძის გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

დინამოელები 74′-ე წუთზე ანზორ მექვაბიშვილმა დააწინაურა. 6 წუთის შემდეგ სერბმა ზორან მარუშიჩმა 2-წუთიან ინტერვალში მეტოქეს დუბლი შეუსრულა. „ლოკომ“ მხოლოდ 85′-ე წუთზე 1 გოლის გატანა მოახერხა, რომლის ავტორიც გურამ კაშია გახდა.

 

გიორგი ნემსაძის „დინამომ“ უკვე ზედიზემ მე-6 გამარჯვება მოიპოვა და 22 ქულით სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს. გიორგი ჭიაბრიშვილის „ლოკომოტივი“ კი 14 ქულით მე-5 ადგილზე დარჩა.

 

 

წყარო – FC Dinamo Tbilisi

 

 

 

 

 

მარიამ დალაქიშვილი შიკმენტიის ტურნირის ნახევარფინალშია