კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ორ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება

ეროვნული ლიგის მორიგი ტურის 2 მატჩს თურქი მსაჯები იმუშავებენ

Image source: erovnuliliga.ge

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საერთაშორისო, მიღებული პრაქტიკის გათვალისწინებით, თურქ კოლეგებთან თანამშრომლობის შემდეგ ეროვნული ლიგის მე-9 ტურის ორ მატჩზე თურქ მსაჯთა ბრიგადა მოიწვია.

16 აპრილს 16:00 საათზე თბილისის “ლოკომოტივი” – თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს თურქ მსაჯთა ბრიგადა ქორაი გენჩერლერის ხელმძღვანელობით მოემსახურება. 42 წლის ფიფას არბიტრს ასისტენტობას ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში გაუწევენ. დინამო არენაზე დაგეგმილი მატჩის მეოთხე მსაჯი კი – ბაჰათინ შიმშეკი იქნება.

მსაჯთა იგივე ბრიგადა კიდევ ერთ მატჩს 17 აპრილსაც განსჯის, რომელიც გორის “დილასა” და ბათუმის “დინამოს” შორის “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. ამჯერად არბიტრი ბაჰათინ შიმშეკი იქნება, ასისტენტები კი, კვლავ ისმაილ შენჯანი და ალფასლან დედეში. მეოთხე მსაჯის პოზიციაზე ქორაი გენჩერლერი იმუშავებს.

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

ნიკოლოზ ხატიაშვილი: “ამერიკაში საქართველოს ნაკრები საკმაოდ პოპულარულია და დიდ პატივს სცემენ”