კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ბოლო სამი მატჩი გაიმართა

ლოკომ ტორპედო დაამარცხა

Image source: locomotive tbilisi ფეისბუქ გვერდი

 

ეროვნული ლიგის მე-17 ტურის მეორე სათამაშო დღე წყალტუბოს “სამგურალისა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირებით გაიხსნა. ბათუმელები ამ მატჩის ფავორიტებად მიიჩნეოდნენ, მაგრამ მნიშვნელოვანი ქულები მასპინძლებთან გაიყვეს. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა – 0:0.

17 ტურის შემდეგ ბათუმის “დინამო” 35 ქულით თბილისის “დინამოსთან” ერთად ლიდერობს გათამაშების ცხრილს, ხოლო წყალტუბოს “სამგურალი” კი 23 ქულით მე-6 ადგილზეა.

“თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე გამოკვეთილი ფავორიტები იყვნენ გორელები მე-17 ტურის შეხვედრაში “თელავთან”, თუმცა ამ დაპირისპირებაშიც მოვლენები მოულოდნელად განვითარდა. მატჩის მე-17′ წუთზე სტუმრები შოთა შეყილაძემ დააწინაურა. დარჩენილ დროში მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც “დილამ” მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა იყო. 42′-ე წუთზე წონასწორობა თორნიკე კაპანაძემ აღადგინა.

ამ დროისთვის გორის “დილას” აქტივში 26 ქულაა და გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო “თელავი” კი 9 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა.

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თბილისის “ლოკომოტივმა” ქუთაისის “ტორპედოსთან” დაპირისპირებაში. ანგარიში 47′-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ გახსნა, უპირატესობა ორამდე 69′-ე წუთზე თორნიკე კირკიტაძემ გაზარდა. სტუმართა ფეხბურთელმა, ლაშა ჩალაძემ ცოტა ხნის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის კარი აიღო, მაგრამ მამია გავაშელიშვილმა “ტორპედოს” მე-3 გოლი გაუტანა და 3 ქულის მოპოვების საკითხიც გადაწვიტა.

თბილისის “ლოკომოტივმა”, რომლის რიგებშიც გურამ კაშიამ ბოლოჯერ ითამაშა, ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს 30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო ტორპედო კი 17 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

 

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

 

ეროვნული ლიგა: “დინამომ” სტუმრად მშრალი ანგარიშით გაიმარჯვა, ხოლო ქობულეთში 0:0 დაფიქსირდა (ვიდეო)