კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი სენსაციური შედეგით დაიწყო (ვიდეო)

თელავი-დინამო არ გადაიდება

Image source: FC Dinamo Tbilisi

 

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 2021 წლის სეზონი დაიწყო. პირველი ტურის მატჩში „დინამო თბილისმა“ წყალტუბის „სამგურალს“ უმასპინძლა და შეხვედრა ძალიან საინტერესო გამოდგა.

ეროვნული ლიგის ჩემპიონს დებიუტანტმა დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გამარჯვებასთან უფრო ახლოსაც იყო. ანგარიში სწორედ იმერლებმა გახნეს. სწრაფი იერიში გოლით 30-ე წუთზე სერგო კუხიანიძემ დაასრულა და მიმდინარე სეზონში პირველი გოლი მის ანგარიშზეა.

„დინამო თბილისმა“ ანგარიში თამაშის დასრულებამდე 19 წუთით ადრე გაათანაბრა. მარცხენა ფლანგიდან გაგნიძემ ჩააწოდა და გიორგი გაბედავამ თავით ყველას აჯობა. დარჩენილ დროში საგოლე შანსები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ გოლი არ გასულა.

1:1 – ასე დაიწყო ეროვნული ლიგის სეზონი და მოქმედმა ჩემპიონმა ქულები პირველივე ტურში დაკარგა.

„დინამო თბილისი“ – „სამგურალი“ 1:1

გოლები: 0:1 კუხიანიძე (30), 1:1 გაბედავა (71)

 

 

წყარო – Eliga.ge

 

გიორგი ჩაკვეტაძე “ბრიუგესთან” მატჩისთვის აქტიურად ემზადება (ვიდეო)