კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

თბილისის “დინამოს” ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი დარჩა. ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შედეგები და სატურნირო ცხრილი

Image source: fcdinamo.ge

 

დღეს, 24 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ლიგის 35-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. დასრულებული რაუნდის 5 შეხვედრაში თითქმის ყველა გუნდმა (“ვიტ ჯორჯიას” გარდა) გოლი გაიტანა. ფრედ დასრულებული შეხვედრა არ ყოფილა. ყველა მატჩმა გამარჯვებული გამოავლინა.

  • დილა 1-2 დინამო თბ
  • ჩიხურა 1-3 საბურთალო
  • ვიტ ჯორჯია 0-2 ტორპედო
  • სიონი 1-2 ლოკომოტივი
  • დინამო ბთ 2-1 რუსთავი

ჩემპიონობისთვის ბრძოლა იქნება თბილისისა და ბათუმის “დინამოებს” შორის. გადამწყვეტი ტურის წინ თბილისელები 72 ქულით ლიდერობენ, ბათუმელები კი 70 ქულით მეორე ადგილზე არიან. ჩემპიონობისგან თბილისის “დინამოს 1 გამარჯვება აკლია, რომელიც “ვიტ ჯორჯიასთან” უნდა მოიპოვოს. ეს უკანასკნელი კი ეროვნული ლიგიდან გავარდა.

თბილისის “ლოკომოტივიეროვნულ ლიგაში მე-4 ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონში ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს. ბოლნისის “სიონი” და “რუსთავი” კი “პლეი აუტის” შეხვედრებში ითამაშებენ.

35-ე ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილი ასე გამოიყურება:

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

როდის დაბრუნდება სალაჰი? კლოპმა ზუსტი თარიღი დაასახელა