კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა – თბილისური დერბი “ლოკომოტივმა” მოიგო

ლოკომოტივმა საბურთალო დაამარცხა

Image source: Lokomotiv Tbilisi

 

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-15 ტურში თბილისის „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მატჩის დაწყებიდან ნახევარ საათში დაწინაურდა, გოლი იმრანმა გაიტანა. მასპინძლებმა უპირატესობა თამაშის დასრულებამდე 7 წუთით ადრე, იაკობიძის გოლით გაზარდეს და ეს გარდამტეხი გამოდგა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში „საბურთალომ“ ერთი ბურთით ჩამორჩენის შემცირება მოახერხა, მაგრამ დრო აღარ ეყო, რომ მესამე ბურთიც გაეტანა და მარცხი განიცადა.

„ლოკომოტივი“ 22 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო „საბურთალოს“ 21 ქულა აქვს და მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა.

„ლოკომოტივი“ – „საბურთალო“ 2:1

გოლები: 1:0 იმრანი (30), 2:0 იაკობიძე (83), 2:1 გურეშიძე (90, ა.გ)

 

წყარო – Eliga.ge

 

“ანორთოსისში” კორონავირუსის ტესტის პასუხები ცნობილია