კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა: თბილისის “დინამო” მე-18 ტიტულის მოლოდინშია

დინამომ მინიმალური ანგარიშით სამტრედიას სძლია

Image source: fcdinamo.ge

 

დღეს, ეროვნული ლიგის მე- 16 ტურის გამოტოვებული შეხვედრა “დინამო არენაზე” შედგა, რომელშიც თბილისის “დინამომ” “სამტრედიას” უმასპინძლა.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან სათამაშო უპირატესობაც მოიპოვეს. შეხვედრის დებიუტში რამდენიმე სახიფათო მომენტი სტუმართა კართან გატანილი გოლის გარეშე დასრულდა. ერთობ აქტიური ბრაზილიელის შეტევას პირველი ტაიმის ბოლოსკენ სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, პენალტი ზუსტად ნოდარ ქავთარაძემ შეასრულა. ცოტახანში კი დავით სხირტლაძემ ტრავმა მიიღო და პირველი ტაიმის ბოლოს შესაცვლელი გახდა.

მეორე ნახევარი ორივე გუნდმა აქტიურად განაახლა. ბოლო წუთებში “სამტრედიამ” რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა, მაგრამ აღარაფერი შეცლილა და “დინამომ” მორიგი 3 ქულა ჩაიწერა.

ბოლო ტურის მატჩს თბილისური გუნდი 10 დეკემბერს “დინამო არენაზე”  აუტსაიდერ “მერანის” წინააღმდეგ ჩაატარებს და გამარჯვების ან ფრის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულს მე- 18 მოიპოვებს.

 

 

 

წყარო – fcdinamo.ge

 

 

 

 

 

საქართველოს თასი: “გაგრა” ფინალშიც 11-მეტრიანების სერიაში გაიმარჯვა