კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა. თბილისის “დინამო” ისევ გალიდერდა. “საბურთალომ” მეტოქეს ადვილად მოუგო

Image source: FC Dinamo Tbilisi

 

დასრულდა საქართველოს ეროვნული ლიგის 34-ე ტურის 2 მატჩი, სადაც თბილისის “დინამომ” სტუმრად “რუსთავი” ანგარიშით 2:0 დაამარცხა, ხოლო “საბურთალომ” “ვიტ ჯორჯიას” ადვილად 3:1 მოუგო.

გატანილი გოლებით “დინამოს” შემადგენლობაში ნოდარ ქავთარაძემ და მიხაილ მიშკამ გამოიჩინეს თავი.

ამ გამარჯვების შემდეგ “დინამო69 ქულით სატურნიტო ცხრილის ლიდერობა დაიბრუნა და ბათუმის “დინამოს2 ქულით უსწრებს.

საბურთალოს” რიგებში გატანილი გოლით გიორგი კოხრეიძე გამოირჩა, ხოლო გიორი გაბედავამ დუბლი გაიფორმა. მატჩის 84-ე წუთზე “ვიტ ჯორჯიას” შემადგენლობაში ზურაბ მოსელიანმა პენალტი გაიტანა და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. “საბურთალოს” 64 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს. ხოლო “ვიტ ჯორშია20 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში დაიწყება ეროვნული ლიგის 34-ე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც თბილისის “ლოკომოტივი” საჩხერის “ჩიხურას” უმასპინძლებს.

წყარო – erovnuliliga.ge

ტოპ-5 საფეხბურთო შეხვედრა, რომელიც არ უნდა გამოვტოვოთ ამ შაბათ-კვირას