კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ეროვნული ლიგა: “საბურთალომ” გორში მეორე გამარჯვება იზეიმა (ვიდეო)

საბურთალომ სტუმრად დილა დაამარცხა

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ცენტრალური მატჩი გორში “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე შედგა. გორის “დილამ” დედაქალაქურ “საბურთალოს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. სტუმრების 2-მატჩიანი უგოლო სერია იური ტაბატაძემ ეფექტჯური გოლით დაასრულა.

გამორჩეული იყო ირაკლი ბიძინაშვილის მიერ გატანილი გოლიც, რომლითაც მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს. შეხვედრის 61′-ე წუთზე დავით მაისაშვილი მთავარმა მსაჯმა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა და “დილა” კაცნაკლული დატოვა. მატჩის ბედი 84′-ე წუთზე დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა – გიორგი ერისთავმა სადებიუტო გოლი გაიტანა და “საბურთალოს” 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ პირველი 3 ქულა მოუპოვა.

,

7 ტურის შემდეგ “საბურთალო” 10 ქულით ეროვნული ლიგის მე-5 ადგილს იკავებს, ხოლო “დილა” 11 ქულით მესამე ადგილზეა.

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

 

გოგა ბითაძემ კარიერაში ყველაზე მაღალი ქულა “მინესოტა ტიმბერვულვზსთან” მოგებულ მატჩში დააგროვა (ვიდეო)