კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა მოულოდნელი შედეგით დაიწყო

Image source: ეროვნული ლიგა

 

საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი, 2020 წლის სეზონი ოფიციალურად დაიწყო. პირველი შეხვედრა თბილისში, „დინამოსა“ და ლიგის ახალწვეულ „თელავს“ შორის გაიმართა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა, თუმცა საგოლე მომენტების ნაკლებობით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია „დინამოს“ არცთუ ხარისხობრივი ფეხბურთი და კახა ჩხეტიანის გუნდმა სეზონი ქულების განიავებით დაიწყო.

თბილისელები კარგ ფორმაში აშკარად არ იმყოფებიან და ეს თამაშსაც დაეტყო. საბოლოოდ, ნულოვანი ფრე და გუნდებმა ქულები გაინაწილეს. „დინამოსთვის“ ცხადია არადამაკმაყოფილებელი შედეგია, ხოლო „თელავს“ ეს ქულა აქტივში უნდა ჩავუწეროთ.

„დინამო თბილისი“ – „თელავი“ 0:0

 

წყარო – Eliga.ge

 

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინა (ფოტო)