კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა: მე-7 ტური ბათუმის “დინამოს” გამარჯვებით დასრულდა

დინამო ბათუმმა სტუმრად თელავი დაამარცხა

Image source: FC Dinamo Batumi ფეისბუკ გვერდი

 

ეროვნულ ლიგის მე-7 ტურის ბოლო მატჩი „კავკასიონი არენაზე“ გაიმართა, სადაც „თელავმა“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და 1:2 ანგარიშით დამარცხდა.

უგოლო ტაიმის შემდეგ 58′-ე წუთზე, ლადო მამუჩაშვილის შესრულებული ჯარიმის შემდეგ თელაველების მეკარე გიორგი ჩოჩიშვილმა ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა მცველებს დაასწრო და ანგარიშიც გახსნა. მე-60′ წუთზე კი სანდრო ალთუნაშვილმა საჯარიმოში ყველას დაასწრო და ანგარიში 0:2 გახადა.

თელაველებმა სხვაობა სწრაფი და ეფექტური კომბინაციით 5 წუთში შეამცირეს – მარჯვენა ფლანგიდან შოთა შეყილაძემ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა, სადაც რატი არდაზიშვილმა ერთი შეხებით ეფექტურად დაარტყა და კუპატაძეს შანსი არ დაუტოვა – 1:2. მაგრამ მასპინძელთა მცდელობის მიუხედავად, საბოლოოდ, ანგარიში არ შეცვლილა და ბათუმელებმა მორიგი 3 ქულა მოიპოვეს – 2:1.

გია გეგუჩაძის გუნდი ეროვნული ლიგის 7 ტურის შემდეგ 15 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “თელავი” 6 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

 

ნათია გადელიამ მოსკოვის ევროპის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა