კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა ხვალ დაბრუნდება: “სამგურალი” და “ტორპედო” მე-6 ტურში პირველი გამარჯვებისთვის გამოვლენ მოედანზე

სამგურალი სამტრედიას უმასპინძლებს ხოლო ტორპედო კი შუქურას

Image source: FC Samgurali official/FC Torpedo Kutaisi ფეისბუკ გვერდები

 

სანაკრებო ბატალიებიდან გამომდინარე, ეროვნულ ლიგაზე დაახლოებით 2-კვირიანი პაუზა იყო გამოცხადებული. ამ უქმეებზე კი ეროვნულ ლიგაში მე-6 ტურის მატჩები შედგება.

2 აპრილს წყალტუბოს “სამგურალი” “26 მაისის” სტადიონზე “სამტრედიას” უმასპინძლებს და მიმიდინარე გათამაშებაში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. გათამაშების მეორე მატჩი კი ქუთაისში გაიმართება, სადაც “ტორპედო” ქობულეთის “შუქურას” უმასპინძლებს და ამ თამაშშიც ანალოგიურად მასპინძლები პირველი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. მატჩი 17:00 საათზე, “რამაზ შენგელიას” სახელობის სტადიონზე დაიწყება.

მე-6 ტურის 3 მატჩი კი 3 აპრილს შედგება:

“დინამო ბათუმი” – “ლოკომოტივი” – 14:00 საათი

“საბურთალო” – “თელავი” – 15:45 საათი

“დინამო თბილისი” – “დილა” – 17:30 საათი

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

 

“პეისერსი” ისევ დამარცხდა, ხოლო გოგა ბითაძემ 11 წუთი ითამაშა (ვიდეო)