კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა: კახაბერ კაკაშვილის გამარჯვების მომტანი გოლი და ნულოვანი ფრე ბათუმში (ვიდეო)

ეროვნული ლიგის გათამაშების მე-6 ტურის პირველი შეხვედრა “ვიტ ჯორჯიამ” სტუმრის რანგში თბილისის “ლოკომოტივის” წინააღმდეგ ითამაშა. “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართული თბილისური დერბი “ვიტ ჯორჯიას” გამარჯვებით – (1:0) დასრულდა.

გამარჯვების მომტანი გოლი კახაბერ კაკაშვილმა მატჩის 58′-ე წუთზე გაიტანა, რომელმაც მეტოქის კარში შეგდებული ბურთი თანაგუნდელებთან ერთად ორიგინალურად აღნიშნა.

მე-6 ტურის პირველი დღის მე-2 შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” “ანგისის” ბაზაზე საჩხერეს “ჩიხურას” უმასპინძლა და (0:0) ფრედ დასრულდა.

წყარო – ბათუმის “დინამოს” და “ვიტ ჯორჯიას” ფეისბუკ გვერდები

 

ლა ლიგა: 11 წელია “ვილიარეალი” ვერ ახერხებს “ბარსელონას” დამარცხება (ვიდეო)