კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა – “დინამომ” თბილისურ დერბიში “ლოკომოტივს” აჯობა (ვიდეო)

ლოკომოტივმა დინამოსთან წააგო

Image source: Lokomotiv Tbilisi

 

„დინამო თბილისმა“ საქართველოს ეროვნულ ლიგაში კდიევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და პირველ პოზიციაზე დამაჯერებლადაა.

ჩისკოს შეგირდებმა თბილისის „ლოკომოტივს“ სტუმრად 2:0 აჯობეს. ორივე გოლი დავით სხირტლაძემ გაიტანა, რომელმაც 77-ე და 83-ე წუთებზე ორჯერ დაამწუხრა მეტოქე და მატჩის ბედი გადაწყვიტა.

ამ გამარჯვებით „დინამომ“ 31 ქულას მოუყარა თავი და „დინამო ბათუმს“ 5 ქულით უსწრებს. თბილისის „ლოკომოტივს“ 22 ქულით მე-4 ადგილი უკავია.

„ლოკომოტივი“ – „დინამო თბილისი“ 0:2

გოლები: 0:1 სხირტლაძე (77), 0:2 სხირტლაძე (83)

 

 

წყარო – Eliga.ge

 

 

“ტოტენჰემმა” ბოლო წუთებში გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვა (ვიდეო)