კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა: “დინამომ” “შუქურაც” დაამარცხა, “ლოკომოტივი” კი მეორედ დამარცხდა

ეროვნული ლიგის მე7 ტურის 2 მატჩი გაიმართა

Image source: FC Samgurali official/Dinamo Tbilisi ფეისბუკ გვერდები

 

ეროვნული ლიგის მე-7 ტურის მატჩში, ქობულეთის “შუქურამ” “დავით აბაშიძის” სახელობის სტადიონზე “დინამო თბილისს” უმასპინძლა და გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ 4 გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში “დინამოს” 31 წლის ფორვარდმა – გიორგი გაბედავამ 65′-ე წუთზე 11-მეტრიანი დარტყმით გახსნა. 84′-ე წუთზე კი გიორგი კუციას გადაცემის შემდეგ თორნიკე ახვლედიანმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საინტერესო შედეგი დაფიქსირდა “დინამო არენაზე”. თბილისის “ლოკომოტივმა” დედაქალაქში წყალტუბოს “სამგურალს” უმასპინძლა და დაძაბულ დაპირისპირებაში 2:3 დამარცხდა.

მატჩის დასაწყისში იმერლები სერგო კუხიანიძისა (მე-9′ წუთი) და შალვა ბურჯანაძის (მე-15′ წუთი) გოლებით იგებდნენ, მაგრამ გურამ კაშიამ (მე-20′ წუთი) გაათანაბრა, 7 წუთი გავიდა და პაპუნა ფონიავამ წყალტუბოელები დააწინაურა, ხოლო თორნიკე კირკიტაძემ (45+2′ წუთი) “რკინიგზელების” მეორე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმმა კი გოლების გარეშე ჩაიარა.

7 ტურის შემდეგ თბილისის “დინამოს” 16 ქულა აქვს და პირველ საფეხურზეა, ქობულეთელები კი 8 ქულით მეხუთე ადგილს იკავებენ. “ლოკომოტივის” აქტივში 11 ქულაა და ეროვნული ლიგის მეოთხე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოელები 6 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ.

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

 

დავით სირაძემ 2004 წელს “იუნიონ ბერლინში” გატანილი გოლი გაიხსენა (ვიდეო)