კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” “ტორპედო” დაამარცხა

დინამო ბათუმმა სამტრედიას აჯობა

Image source: Dinamo Batumi

 

საქართველოს ეროვნული ლიგის პირველ ტურში ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „დინამო ბათუმს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში წააგო.

უპირატესობას „დინამო ბათუმი“ ფლობდა, მაგრამ ქუთაისელთა მეკარე დინო ჰამზიჩი შესანიშნავად თამაშობდა და საკუთარი გუნდი გოლისგან რამდენჯერმე იხსნა. ერთხელ ბათუმელთა მეკარემ ლაზარე კუპატაძემ ითამაშა ბრწყინვალედ და ფადი ზიდანის დარტყმა მოიგერია.

„დინამო ბათუმმა“ გამარჯვება მაინც მოახერხა. 79-ე წუთზე გრიგოლ ჩაბრაძემ შესანიშნავად ითამაშა, საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი დალაშქრა.

„დინამო ბათუმმა“ ახალ სეზონში სტარტი გამარჯვებით აიღო და სატურნირო ცხრილს ამ დროისთვის ლიდერობს.

„ტორპედო“ – „დინამო ბათუმი“ 0:1

გოლი: 0:1 ჩაბრაძე (79)

 

წყარო – Eliga.ge

 

“ბარსელონა” ლა ლიგაში მეორე ადგილზე აღზევდა (ვიდეო)