კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა: “დილა” “დინამო თბილისის” მატჩის წინ

დილა დინამო თბილისს ხვალ უმასპინძლებს

Image source: FC Dinamo Tbilisi/ erovnuliliga.ge

 

ხვალ, ქალაქ გორში ეროვნული ლიგის მე-15 ტურის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც “დილა” “დინამო თბილისს” უმასპინძლებს.

ეროვნულ ასპარეზზე ეს გუნდები ერთმანეთს 68-ჯერ შეხვედრიან. ურთიერთშეხვედრებში “დინამოს” დიდი უპირატესობა აქვს – 48 შემთხვევაში გამარჯვება თბილისელებს დარჩათ, 13 შეხვედრა ფრედ დასრულდა და 7 თამაში გორელებმა მოიგეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ 171/42 არის.

ყველაზე დიდი ანგარიშით დინამომ 2005 წლის 2 აპრილს იმარჯვა – 9:0.  ბოლოს ეს გუნდები თბილისში 19 ივლისს შეხვდნენ ერთმანეთს. დრამატული მატჩი სტუმართა გამარჯვებით 2:1 მორჩა.

მატჩი “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

 

 

წყარო- fcdinamo.ge

 

 

 

ჩაქვში თანამედროვე ძალოსნობის ბაზა აშენდება