კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა: დღეს მე-10 ტურის ბოლოსწინა მატჩის “მიხეილ მესხზე” გაიმართება

საბურთალო დღეს ჩიხურას შეხვდება

Image source: FC Saburtalo ფეისბუკ გვერდი

 

საბურთალოეროვნული ლიგის მე-10 ტურში საჩხერის “ჩიხურას” შეხვდება, რომელიც 17:30 საათზე, “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე გაიმართება. იქიდან გამომდინარე, რომ საშინაო შეხვედრებს ორივე გუნდი ხსენებულ სტადიონზე ატარებს, ნომინალური მასპინძლები საჩხერელები იქნებიან.

თემურ შალამბერიძის გუნდს შანსი აქვს სატურნირო ცხრილის პირველ-მეორე ადგილებზე მყოფ გუნდებს – თბილისისა და ბათუმის “დინამოებს” მიუახლოვდეს. საჭიროა საბურთალოელებმა “ჩიხურასთან” 3 ქულა მოიპოვონ.

რაც შეეხება “ჩიხურასა” და “საბურთალოს” ურთიერთმატჩების ისტორიას – გუნდები ერთმანეთს მე-16-ედ ხვდებიან. 6-ჯერ თბილისელებმა მოიგეს, ამდენივეჯერ საჩხერელებმა, 3 შეთხვევაში კი მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

გუნდების მიერ ბოლო მატჩების შედეგები:

“ჩიხურა“: “დინამო ბათუმი“ 0:4, “დინამო თბილისი“ 0:1, “მერანი“ 3:0, “თელავი“ 0:2
“საბურთალო“: “სამტრედია“ 2:1, “დილა“ 1:1, “ტორპედო“ 4:0, “ლოკომოტივი“ 0:0

 

წყარო – fcsaburtalo.ge

 

 

 

ეროვნული ლიგა – ფრე სამტრედიაში