კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნული ლიგა: ბათუმის “დინამო” ისევ გალიდერდა, “ლოკო” კი გორის “დილას” მისდევს (ვიდეო)

დინამოურ დერბიში ბათუმელებმა გაიმარჯვეს

Image source: FC Dinamo Batumi ფეისბუკ გვერდი

 

გუშინ, ეროვნული ლიგის 21-ე ტურში კახაბერ ცხადაძის “დინამო თბილისმა” თავის უშუალო კონკურენტს – “დინამო ბათუმს” უმასპინძლა და 1-ბურთიანი სხვაობით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში ანგარიში მასპინძელთა სერბმა ლიდერმა – ზორან მარუშიჩმა გახსნა, რომელიც ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშებაში მისთვის მე-9 გოლი იყო. მეორე ტაიმში ანგარიში 78′-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა ესანიშნავი შორეული დარტყმით გაათანაბრა. გადამწყვეტი გოლი კი ბათუმელთა ბრაზილიელმა ლიდერმა ჯოვინომ გიორგი ნავალოვსკის გადაცემის შემდეგ  გაიტანა და “დინამოში” დაბრუნების შემდეგ თავისი პირველი გოლი გაიტანა.

გორის “დილამ” “თენგიზ ბურჯანაძის” სახელობის სტადიონზე თბილისის “ლოკომოტივს” უმასპინძლა და მასპინძელთა გამარჯვებით – 2:1 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში გორელთა ფეხბურთელმა – თორნიკე კაპანაძემ გახსნა. მეორე ტაიმში ანგარიში 62′-ზე წუთზე “რკინიგზელთა” 26 წლის ფორვარდმა, მამია გავაშელიშვილმა გაათანაბრა, ხოლო 71′-ზე, გორელთა უსმანე კამარამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:1.

21-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს ბათუმის “დინამო ლიდერობს 43 ქულით, მეორე ადგილე 41 ქულით თბილისის “დინამოა”, მესამე ადგილზე დარჩა გორის “დილა” 35 ქულით, ხოლო თბილისის “ლოკომოტივი” 3 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.

 

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

 

 

24 წლის წინ ზუსტად ამ დღეს: ლევან კობიაშვილი გოლის ავტორი გახდა (ვიდეო)