კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნულ ლიგის მე-6 ტური დასრულდა

ეროვნული ლიგის მე-6 ტური დასრულებულია

Image source: erovnuliliga.ge

 

ეროვნულ ლიგაში მე-6 ტური დასრულდა. შაბათს, 3 აპრილს, გორში ბათუმის “დინამოსა” და “ლოკომოტივს” შორის შედგა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.

ბათუმელებმა ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე გახსნეს. მე-6′ წუთზე მასპინძლები ვლადიმერ მამუჩაშვილმა დააწინაურა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა პირველი ტაიმის მიწურულს წონასწორობის აღდგენა “ლოკომოტივის” ახალწვეულისა და გამოცდილი მცველის, გურამ კაშიას მიერ გატანილი გოლით შეძლო.

“დინამომ” და “ლოკომოტივმა” ქულები გაიყვეს. 6 ტურის შემდეგ ბათუმელებს 12 ქულა აქვთ და მეორე ადგილზე არიან სატურნირო ცხრილში, “ლოკომოტივი” კი 11 ქულით მე-4 ადგილზეა.

გატანილი გოლების გარეშე დასრულდა სათამაშო დღის მეორე მატჩი, რომელშიც ერთმანეთს “საბურთალო” და “თელავი” დაუპირისპირდნენ. აღსანიშნავია, რომ ლევან კორღალიძის გუნდში 8-თვიანი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა გამოჯანმრთელებულმა გიორგი კოხრეიძემ.

ტურის ბოლო შეხვედრა “დინამო არენაზე” გაიმართა. მოქმედი ჩემპიონები ერთ-ერთ კონკურენტს, გორის “დილას” დაუპირისპირდნენ და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს. შეხვედრაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი, ახალგაზრდა ფეხბურთელის ლუკა გაგნიძის ანგარიშზეა. 18 წლის ნახევარმცველისთვის ეს გოლი სადებიუტო იყო ეროვნულ ლიგაში.

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისის “დინამომ” 13 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, ხოლო გორის “დილა” კი 11 ქულით მესამე ადგილზეა.

 

 

 

წყარო – erovnuliliga.ge

 

 

 

 

 

 

ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული ახალგაზრდა ფეხბურთელების განახლებული სიმბოლური გუნდი (ფოტო)