კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნულ ლიგაში “დინამო თბილისმა” “დინამო ბათუმს” გადაასწრო

დინამო თბილისმა მოიგო

Image source: Eliga Yotube

 

საქართველოს ეროვნულ ლიგაში „დინამო თბილისი“ პირველ ადგილზე აღზევდა. ჩისკოს გუნდმა გორის „დილას“ ადვილად 3:0 აჯობა და „დინამო ბათუმს“ გადაასწრო.

„დინამო“ მატჩის დასაწყისშივე ორი ბურთით დაწინაურდა. პირველი გოლი გიორგი გაბედავამ გაიტანა, ხოლო შემდეგ თავი ნოდარ იაშვილმა გამოიჩინა, რომელმაც შორი მანძილიდან დაარტყა და საოცარი სილამაზის გოლი მიითვალა.

მეორე ტაიმში თბილისურმა გუნდმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. დავით სხირტლაძემ თავისი მოპოვებული პენალტი უნაკლოდ შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„დინამო თბილისი“ 28 ქულით პირველი ადგილზეა, ხოლო გორის „დილა“ 24 ქულით მესამე.

„დილა“ – „დინამო თბილისი“ 0:3

გოლები: 0:1 გაბედავა (5) 0:2 იაშვილი (15) 0:3 სხირტლაძე (83, პენ)

 

წყარო – Eliga.ge

 

გურამ ქუთათელაძე: “შემდეგ ბრძოლას დეკემბერში ლას ვეგასში გავმართავ, მე ყოველთვის მზად ვარ”