კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ეროვნულ ლიგა 2-ში შვილმა მამა შეცვალა

Image source: FC Shevardeni 1906

 

საქართველოს ეროვნული ლიგა 2-ში შვილმა მამა შეცვალა. „შევარდენისა“ და ქობულეთის „შუქურას“ შეხვედრაში მასპინძელთა რიგებში 76-ე წუთზე მეკარე გიორგი სომხიშვილი დავით სომხიშვილმა შეცვალა.

ისინი მამა-შვილი არიან. გიორგი 38 წლისაა, ხოლო დავითი 16-ის. მატჩი კი, „შუქურას“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

 

თორნიკე შენგელიამ სამქულიანი ცენტრიდან ჩააგდო – ქართველი საუკეთესო გახდა (ვიდეო)