დორტმუნდის “ბორუსიის” 20 წლის თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის მატჩში “ლეიპციგის” წინააღმდეგ (3-1) რეკორდი დაამყარა.
Gracenote-ის ინფორმაციით, ნორვეგიელმა დორვარდმა ბუნდესლიგის პირველ 25 მატჩში 25 გოლი გაიტანა. მანამდე რეკორდი ეკუთვნოდა “ჰამბურგის” ყოფილ თავდამსხმელს, უვე ზეელერს, რომელმაც 25 მატჩში 23 გოლი გაიტანა. მესამე ადგილზეა “ნიურნბერგის” ყოფილი თავდამსხმელი, მარეკ მინტალი (21 გოლი).
ერლინგ ჰოლანდი დორტმუნდის “ბორუსიას” 2020 წლის იანვარში შეუერთდა. დორტმუნდელებმა მის ტრანსფერში “ლეიპციგს” 20 მილიონი ევრო გადაუხადეს. მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგის 10 მატჩში ჰოლანდმა 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მის ანგარიშზეა ასევე 6 გოლი ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში და გოლი გერმანიის სუპერთასის მატჩში.
🔝 – Most Bundesliga goals scored in their first 25 matches in the competition
25 – @ErlingHaaland🇳🇴
23 – Uwe Seeler🇩🇪
21 – Marek Mintal🇸🇰#RBLBVB #Bundesliga— Gracenote Live (@GracenoteLive) January 9, 2021
ვიდეობი
ფოტოები