Image source: Getty images
„დორტმუნდის“ თავდამსხმელი ერთი დღის წინ 2020 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს, რამაც როგორც ჩანს, მისი მოტივაცია კიდევ უფრო გაზარდა.
ბუნდესლიგის მერვე ტურში „დორტმუნდი“ სტუმრად „ჰერტასთან“ პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში ნორვეგიელმა საოცარი თამაში ჩაატარა. ჰოლანდმა ბერლინელთა კარში ოთხი გოლი გაიტანა! „დორტმუნდმა“ კი მისი პოკერის წყალობით 5:2 მოიგო.
ლუსიენ ფავრის გუნდი 18 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. ბომბარდირებში 10 გოლით ასევე მეორე ადგილზეა ჰოლანდი და რობერტ ლევანდოვსკის 1 გოლით ჩამორჩება.
Erling Haaland’s 4 Goals
Enjoy ! 🔥 pic.twitter.com/37OBIDPeux
— A (@A_MBVB) November 21, 2020
წყარო – Dortmund
ვიდეობი
ფოტოები