კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ერლინგ ჰოლანდის აგენტი, მინო რაიოლა ფეხბურთელის “ბარსელონაში” ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს

 

დორტმუნდის “ბორუსიის” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა კარიერა “ბარსელონაში” გააგრძელოს. მისი აგენტი, მინო რაიოლა ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობს და ზაფხულისთვის ბომბარდირის კატალონიურ კლუბში ჩარიცხვას გეგმავს.

რაიოლას მიზანია – გაახაროს “ბარსელონას” სავარაუდო მომავალი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა, რომელსაც აგენტთან შესანიშნავი ურთიერთობები აქვს. თუ მოახლოებული არჩევნების დროს ლაპორტას “ბლაუგრანას” ახალ პრეზიდენტად აირჩევენ, ჰოლანდი, დიდი ალბათობით უკვე მომავალ წელს კატალონიურ კლუბში იქნება.

რაიოლამ უკვე იზრუნა ასევე დორტმუნდში ჰალანდის ადგილზეც, რისთვისაც “აიაქსის” ახალგაზრდა ტალანტი, ბრაიან ბრობის სთავაზობს.

შეგახსენებთ, რომ ჰალანდის გამოსყიდვა შესაძლებელი იქნება 2022 წლის ზაფხულს, 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ. უფრი ადრე ფეხბურთელით ინტერესდებოდა მადრიდის “რეალი“.

წყარო – republicworld.com

ერლინგ ჰოლანდმა “ლეიპციგთან” მატჩში ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა