კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ერლინგ ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგის საინტერესო რეკორდი დაამყარა (ფოტო)

ერლინგ ჰაალანდის ახალი რეკორდი

Image source: ChampionsLeague ტვიტერის გვერდი

 

“ბორუსია დორტმუნდის” თავდამსხმელმა, ერლინგ ჰაალანდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში “ზენიტთან” (2:0) გამართულ მატჩში საუკეთესო დებიუტის დემონსტრირება მოახდინა და ტურნირის რეკორდი დაამყარა. 20 წლის ნორვეგიელს ჩატარებულ პირველ 10 მატჩში 12 გოლი დაუგროვდა.

ერლინგმა ამ მაჩვენებლით სადიო მანეს (ლივერპული), ჰარი კეინსა (ტოტენჰემი) და “ლაციოს” ყოფილე ფეხბურთელს სიმონე ინძაგის გადაასწრო – ყველა ჩამოთვლილ ფეხბურთელს პირველ 10 მატჩში 9 გოლი ჰქონდა გატანილი.

 

 

 

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჰაალანდმა “ბორუსიას” მაისურით სულ 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 8 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

 

 

წყარო –SkySportsStatto

 

 

 

კრისტიან ვიერი: “მესი მსოფლიო ფეხბურთის ჰარი პოტერია”