კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ერიკსენმა გოლი კუთხურიდან გაიტანა, მაგრამ “ინტერი” ფინალში ვერ გავიდა (ვიდეო)

დრის მერტენსს გადამწყვეტი გოლი გააქვს

Image source: Getty images

 

იტალიის თასის ფინალში „იუვენტუსი“ „ნაპოლის“ შეხვდება. ნეაპოლურმა გუნდმა „ინტერთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ უპირატესობა შეინარჩუნა და ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს.

ნეაპოლში საპასუხო მატჩი კრისტიან ერიკსენის გოლით დაიწყო, რომელმაც მე-2 წუთზე პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. თუმცა, პირველი ტაიმის მიწურულს დრის მერტენსმა გაათანაბრა და მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

„ინტერი“ უპირატესობა ფლობდა და უამრავი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ გოლი, რომელიც ფინალში გაიყვანდა, ვერ გაიტანა. შესაბამისად, ორი მატჩის ჯამში ჯენარო გატუზოს გუნდმა 2:1 მოიგო.

17 ივნისს, რომში, „იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ იტალიის თასისთვის დაუპირისპირდებიან.

„ნაპოლი“ – „ინტერი“ 1:1

გოლები: 0:1 ერიკსენი (2), 1:1 მერტენსი (41)

 

 

წყარო – Legaseriea.it

 

დრის მერტენსი “ნაპოლის” ისტორიაში შევიდა