კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

EOC-ი ბელარუსის ეოკ-ს ვალდებულებების შერსულებისკენ მოუწოდებს

EOC-ი ბეო-ს ოლიმპიურ ქარტიაში გაწერილი ვალდებულებების შერსულებისკენ მოუწოდებს

Image source: eurolympic.org

 

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნილს ნიგარდი ბელარუსის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ოლიმპიურ ქარტიაში გაწერილი ვალდებულებების შერსულებისკენ მოუწოდებს, რათა ათლეტები მათი პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების გამო დაცულნი იყვნენ დისკრიმინაციისგან.

EOC-ში, რომელიც ევროპის 50 ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქოლგა ორგანიზაციაა, ბელარუსი ათლეტებისგან არაერთი საჩივრის წერილი მიიღეს, სადაც ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის და სპორტულ ფედერაციათა მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულ წნეხზეა საუბარი.

ბელარუსი ათლეტების მხარდაჭერის ნიშნად, ნიგარდი მიესალმება გასულ კვირას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, შეისწავლოს და განსაზღვროს ის, თუ რამდენად ასრულებს ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ათლეტების მიმართ ოლიმპიური ქარტიით გათვალისწინებულ ვალდებულებებს.

 

 

 

 

წყარო – geonoc.org.ge

 

 

 

 

 

საშეჯიბრო კომიტეტის ახალი განცხადება და COVID-19 პრევენციული ზომები