კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ელგუჯა ლობჟანიძის გოლი კანკავასა და კვეკვესკირის “ტობოლთან” მატჩში (ვიდეო)

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-2 ტურში “ტობოლმა” საკუთარ კედლებში “ტარაზს” უმასპინძლა და ანგარიშით 4:1 მოიგო.

ყაზახური გუნდების ამ ერთ მატჩში მოედანზე ოთხი ქართველი ფეხბურთელი თამაშობდა. “ტობოლის” ნახევარმცველმა, ჯაბა კანკავამ უცვლელად ითამაშა, ხოლო ნიკა კვეკვესკირმა მოედანზე 78 წუთი გაატარა.

ტარაზის” შემადგენლობაში ერთადერთი გოლი გუნდის ქართველმა ფორვარდმა, ელგუჯა ლობჟანიძემ გაიტანა. 26 წლის თავდამსხმელმა 83-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა. ლაშა კასრაძემაც სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მატჩში უცვლელად ითამაშა.

მესამე ორმაგი დუბლი ბოლო ოთხ შეხვედრაში. სანდრო მამუკელაშვილის მორიგი წარმეტებული მატჩი