კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ელგუჯა ლობჯანიძის მეუღლის ინტერვიუ: “ყაზახეთში გულშემატკივართა ცუდი დამოკიდებულება არ მოგვწონს”

Image source: Sports.kz

 

ყაზახური გამოცემა Sports.kz „ტარაზის“ ქართველი ლეგიონერის ელგუჯა ლობჯანიძის მეუღლეს, თამარ კილაძეს გაესაუბრა. ინტერვიუში საუბარი როგორც ფეხბურთის ისე, ცხოვრებისეული საკითხების შესახებ.

– თამარ, თქვენი მეუღლე წელს „ტარაზს“ შეუერთდა. რატომ აირჩია ყაზახეთი?

– ელგუჯას კარიერის გასაგრძელებლად რამდენიმე ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ საუკეთესო პირობები „ტარაზმა“ შესთავაზა. ამ ვარიანტზე დიდი ხანი არ გვიფიქრია. იყოს სხვა წინადადებებიც, მაგრამ ამან ჩაიარა. გუნდში ჩემი მეუღლე ძალიან კარგად მიიღეს, არ ნანობს გადაწყვეტილებას და ყაზახეთის ჩემპიონატი მოსწონს.

– როგორ შეეგუა ჩვენს ქვეყანას?

– ჩემს ქმარს მოსწონს ყაზახეთის, აქ ძალიან გემრიელი სამზარეულოა. ყველაზე მეტად ქალაქებიდან ალმატი მოსწონს, ტარაზიც კარგი ქალაქია, ლამაზი, მწვანე და ვითარდება.

– მეუღლესთან პირველი შეხვედრა გახსოვთ?

– ერთად ვსწავლობდით უნივერსიტეტში, იმავე ფაკულტეტზე, თავიდან უბრალოდ მეგობრები ვიყავით. არაფერი საინტერესო, ერთმანეთს ვწერდით და ვსაუბრობდით. შემდეგ ყველაზე დაიწყო, ელგუჯასთან შეხვედრამდე ფეხბურთი ჩემთვის საინტერესო არ იყო. რა თქმა უნდა, მატჩებს არ ვესწრებოდი.

– რას საქმიანობთ, მუშაობთ?

– ქართველი ვარ და საქართველოში დავიბადე. დავამთავრე უნივერსიტეტი, ჯანდაცვის დეპარტამენტი, სპეციალობა – ბიოლოგია. არ ვმუშაობ, დაკავებული ვარ ორი შვილის აღზრდით მეუღლესთან ერთად, ახლა სწორედ ამისკენ ვართ მიმართული. თუმცა, ჩემი პროფესიით ძალიან დაინტერესებული ვარ და მინდა მომავალში გავიღრმავო ცოდნა ამ სფეროში.

– გვიამბეთ თქვენს შვილებზე…

– ორი შვილი გვყავს, ბიჭი და გოგო. უფროსი 2 წლისაა, მას გაბრიელი ჰქვია, უყვარს ფეხბურთი და მანქანები. ქალიშვილი ლიზა მხოლოდ 6 თვისაა და ჯერჯერობით მხოლოდ ჭამა უყვარს (იღიმის).

– ევროპული ფეხბურთით დაინტერესებული ხართ?

– როგორც ვიცი, ევროპაში ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი საინტერესოა, კარგი დონეა. ელგუჯა რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდა და დადებითი ემოციები დამიტოვა. მომწონდა რუსეთში. ორენბურგი ძველი ქალაქია, სამზარეულო და ხალხი მომწონდა. არ დამავიწყდება „კრასნოდართან“ თამაში, სტადიონზე ვიყავი, მაშინ ორსულად გახლდით და ჩემმა ქმარმა გოლი გაიტანა, რომელიც მე მომიძღვნა. ფეხბურთზე თუ ვისაუბრებთ, ჩემს ქმარს კრიშტიანუ რონალდუს პროფესიონალიზმი მოსწონს, საერთოდ ცდილობს არავის მიბაძოს, ელგუჯას აქვს ფეხბურთისადმი საკუთარი მიდგომა და სტილი.

– როგორია თქვენი აზრი ყაზახეთის ჩემპიონატზე?

– ზოგადად ფეხბურთი არ მესმის, ვერ ვიტყვი ვინ კარგად თამაშობს და ვინ – ცუდად. თუმცა, თქვენს ქვეყანაში მაღალი დონეა, გამოვარჩევდი „ასტანასა“ და „ტობოლს“. რამდენადაც ვიცი ჩემს მეუღლეს „კოსტანაისი“, „კაისარი“ და „ჯეტისუც“ მოსწონს. რა თქმა უნდა, ყაზახეთში ფეხბურთის განსავითარებლად ბევრია გასაკეთებელი. სხვათა შორის, საქართველოშიც ნორმალური ჩემპიონატია, მაგრამ არც ისე ძლიერი დონია. ადგილობრივი ფეხბურთის ფედერაცია ძალისხმევას არ იშურებს დონის ასამაღლებლად.

– არის რამე ფეხბურთში, რაც თქვენს გაოცებას იწვევს?

– ერთადერთი, რაც ყაზახეთში ნამდვილად არ მომწონს, გულშემატკივართა ცუდი დამოკიდებულებაა ფეხბურთელთა მიმართ. განსაკუთრებით მაშინ თუ გუნდი მარცხდება. ეს ცუდია, თუმცა, სპორტში ყველაფერს აქვს ნაკლი. ფეხბურთში კრიტიკა ზოგჯერ აუცილებელია, მაგრამ გონივრული. სპეციალურად არავინ მარცხდება და ცუდად თამაშობს. ჩემი მეუღლე ასეთი საქციელის გამო ყაზახეთში რამდენჯერმე იყო შეწუხებული.

– როგორ ატარებს თქვენი ოჯახი თავისუფალ დროს?

– ძალიან გვიყვარს ბუნებაში ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დასვენება, მოგვწონს რესტორნებში სიარული, მაგრამ სამწუხაროდ ეს ხშირად არ ხდება. გვიყვარს საქართველოში მოგზაურობა, როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს, ლისის ტბაზე ბავშვებთან ერთად ხშირად დავდივართ. საქართველო თითქმის მთელ მსოფლიოშია ცნობილი, უნიკალური ქვეყანა გვაქვს, კულტურა, საკვები, ბუნება. უამრავი ტურისტი ჩამოდის ჩვენთან მსოფლიოდან, საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ყველაფერი გვაქვს. რაც შეეხება თბილისს, ეს არის განვითარეული და ლამაზი ქალაქი საინტერესო ისტორიით. ალბათ ყველაზე ლამაზი ადგილი ფუნიკულიორია, აქედან მთელი თბილისის ხედი იშლება.

– რომელ საჭმელს ანიჭებთ უპირატესობას?

– ჩემს ქმარს ლორი ძალიან უყვარს, რომელსაც ვამზადებ. ზოგადად, ბევრი რამ მოგვწონს, საქართველოს ძალიან მრავალფეროვანი სამზარეულო აქვს. გვიყვარს კავკასიური ქაბაბი და რა თქმა უნდა, ხინკალი.

– რა გამოგდით ცხოვრებაში ყველაზე კარგად?

– ამბობენ, რომ კარგი კულინარი ვარ.

– როგორია თქვენი ცხოვრებისეული ფილოსოფია?

– რა თქმა უნდა, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია ოჯახი, ქმარი და შვილები.

 

წყარო – Sports.kz

 

რომელი კლუბი მოიპოვებს საქართველოს ჩემპიონის ტიტულს? მიეცი ხმა და უქომაგე შენს საყვარელ კლუბს