კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ელგუჯა ლობჯანიძემ ყაზახეთში გოლი გაიტანა, ქართველი შესანიშნავ ფორმაშია (ვიდეო)

ელგუჯას მე-4 გოლი სეზონში

Image source: Fc kaysar

 

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში ალმატის „კაირატმა“ ელგუჯა ლობჯანიძის „კაისარი“ 2:1 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ანგარიში ქართველმა ფეხბურთელმა გახსნა.

44-ე წუთზე ლობჯანიძემ ახლო მანძილიდან გაიტანა და თავისიანები დააწინაურა. თუმცა, მეორე ტაიმში „კაირატმა“ თამაში შემოაბრუნა და იმარჯვა.

ელგუჯამ მიმდინარე სეზონში მე-4 გოლი გაიტანა, ხოლო „კაისარს“ 13 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.

 

 

წყარო – PFLK.TV

 

“როტორის” ორ ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს