კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ელგუჯა ლობჯანიძე “ტარაზს” ტოვებს: “დასამალი არაა, რომ ამერიკაში თამაშიც შემომთავაზეს”

Image source: "TARAZ" FÝTBOL KLÝBY

 

ყაზახეთის პრემიერ-ლიგა მორიგი სეზონი დასრულებულია, ხოლო ელგუჯა ლობჯანიძე “ტარაზს” დატოვებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს გადასვლას ყაზახურ კლუბში და ამერიკაში სთავაზობენ.

ყაზახეთში ჩემპიონატი დასრულდა და “ტარაზთან” კონტრაქტი დამიმთავრდა. დიდი ალბათობით, ყაზახეთში დავრჩები. დაინტერესებული გუნდი მეექვსე ადგილზე გასული “კაისარია”, რომელიც ახლა ყველაზე რეალური ვარიანტია. ყველაფერი კი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

დასამალი არაა, რომ ამერიკაში თამაშიც შემომთავაზეს – დაინტერესებულთა შორის დამისახელეს შვაინშტაიგერის ყოფილი გუნდი „ჩიკაგო“ , „პორტლენდი“, „ორლანდო“ და „ფილადელფია“. მაგრამ ეს ჯერ ლაპარაკის დონეზეა, ყაზახეთში კი უფრო რეალურ ვარიანტს მთავაზობენ“ – აცხადებს ლობჯანიძე საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

„ტარაზში“ 27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა 25 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

წყარო – 1tv.ge

კურიოზული მომენტი: ლუის სუარესმა მსაჯი ნოკდაუნში ჩააგდო (ვიდეო)