კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

ელგუჯა ლობჯანიძე ყაზახეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ვერსიით ტოპ-5-ში მოხვდა (ფოტო)

ელგუჯა ლობჯანიძე ტოპ ხუთეულში

Image source: kaysar_kyzylorda ინსტაგრამის გვერდი

 

სპორტული ანალიტიკის კომპანია InStat-ის ვერსიით დასრულებული ყაზახური პირველობის  ქართველმა ფეხბურთელმა საუკეთესო ინდექსი აჩვენა და ტოპ-5-ში შევიდა. ყაზახეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის ოფიციალურმა გვერდმა, სეზონის დასრულების შემდეგ სიმბოლური გუნდი შეადგინა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძეც მოხვდა.

ყაზახეთის ჩემპიონატის ტოპ-5 ფეხბურთელი შეტევის დროს მოგებული ორთაბრძოლების მიხედვით: ელგუჯა ლობჯანიძის ინდექსმა 146 შეადგინა.

1. რუბენ ბრიჯიდო (ორდაბასი) — 153 მოგებული ორთაბრძოლა
2. ელგუჯა ლობჯანიძ (კაისარი) — 146;
3. მომოდუ სისეი (ყიზილჟარი) — 135;
4. სენინ სებაი (ტობოლი) — 119;
5. ბილალ სებაიჰი (კასპიი აქტაუ) — 103.

შეგახსენებთ, რომ ელგუჯა ამჟამად კლუბის გარეშეა, ხოლო “კაისარის” მაისურით 14 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

 

 

წყარო – sports.kz

 

 

 

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია 2021 წლის სეზონის კალენდარს აქვეყნებს