კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ელგუჯა ლობჯანიძე: “ჩრდ. მაკედონიასთან უფრო დიდი იმედით ველოდები, ვიდრე ბელარუსთან მატჩს”

ელგუჯა ლობჯანიძის ინტერვიუ

Image source: gff.ge

 

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში ელგუჯა ლობჯანიძის „კაისარი“ სტუმრად „ტარაზს“ დაუპირისპირდა და მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. სტუმართა რიგებში ორივე გოლი ლობჯანიძემ გაიტანა. ელგუჯამ გადაცემა „ტაიმაუტთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ 12 ნოემბრის შეხვედრას დიდი იმედით ელოდება.

„რთული სანაკრებო გრაფიკის გამო, ყაზახეთში საკმაოდ გადაღლილი ჩამოვედი. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად აეწყო და ორი გოლის გატანა მოვახერხე, რამაც ძალიან გამახარა. ჩვენი კლუბის მიზანი სამეულში მოხვედრა იყო, მაგრამ ბოლო ტურებში ვერ მოვიგეთ, ბევრი დაუგეგმავი ქულა დავკარგეთ“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტთან“ ინტერვიუში გუჯა ლობჯანიძემ.

სეზონი მალე დასრულდება და ხელშეკრულებას ვადა გასდის. ჯერჯერობით, არ ვიცი, კარიერას ისევ „კაისარში“ გავაგრძელებ თუ არა – ეს გამორიცხული არაა. თუმცა, ჯერ ახალ ხელშეკრულებაზე ლაპარაკი არ გვქონია.

სიმართლე გითხრათ, მქონდა მოლოდინი, რომ შანსი მომეცემოდა. თუმცა, ასე არ მოხდა. 12 ნოემბრის შეხვედრას ჩრდილოეთ მაკედონიასთან უფრო დიდი იმედით ველოდები, ვიდრე ბელარუსთან მატჩს. ამ თამაშის მოსაგებად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ამასთან, ერთა ლიგის ჯგუფშიც პირველი ადგილი უნდა დავიკავოთ, რადგან ამის რეალური შანსი გვაქვს. ბოლო ორი მატჩის მოგებაც შეგევძლო, მაგრამ არ გაგვიმართლა“.

მიმდინარე სეზონში ელგუჯას 11 თამაშში 6 გოლი აქვს გატანილი, „კაისარი“ კი ყაზახეთის პირველობის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზეა.

 

წყარო-1tv.ge

 

 

 

 

რუსთავში ნიჩბოსნობის სკოლის პრეზენტაცია გაიმართა