კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

“ელ კლასიკომ” იმედები ვერ გაამართლა (ვიდეო)

Image source: laliga

 

ესპანეთის ჩემპიონატის სუპერდუელმა, „ბარსელონა“ – „რეალი“ მოლოდინი ვერ გაამართლა. „ელ კლასიკო“ შედგა, მაგრამ ამ მატჩისგან ქომაგები ყოველთვის განსაკუთრებულს ელიან, რაც ამჯერად არ ყოფილა.

„რეალი“ ოდნავ უკეთ გამოიყურებოდა და უფრო მეტი სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ მთლიანობაში ვერ ვიტყვით, რომ რომელიმეს 100%-იანი საგოლე შანსი მიეცა. მადრიდელებმა ლიონელ მესიც სრულად გააკონტროლეს და ამიტომ „ბარსასაც“ ძლაიან გაუჭირდა შეტევაში.

შედეგად, ნულოვანი ფრე დაფიქსირდა, რომელიც ალბათ ყველაზე ლოგიკური შედეგი იყო.

სატურნირო ცხრილში კი მდგომარეობა უცვლელი დარჩა. „ბარსელონა“ და „რეალი“ ლიდერობას 36-36 ქულით იყოფენ.

„ბარსელონა“ – „რეალი“ 0:0

მატჩის მიმოხილვის ყურება შეგიძლიათ აქ.

 

რონალდუს გოლმა ყველა გააოცა – პორტუგალიელის დაუჯერებელი სიმაღლის ნახტომი (ვიდეო)