კატეგორიები

დამატებით

ენა

Active date

    • Vbetnews

      ბოლო ამბები ფეხბურთის, კალათბურთის,ჩოგბურთის და რაგბის შესახებ

ექსკლუზივი – ცხოვრებაძე: “უაზრო შეცდომები დავუშვით, საუკეთესოს ტიტულს გამარჯვებაზე გავცვლიდი”

Image source: საქართველოს ხელბურთის ფედერაცია

 

ხელბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ფინეთს დაუპირისპირდა ევროპის 2022 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით. უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ფრედ, 24:24 დასრულდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი ხელბურთელი გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, რომელმაც მეტოქის კარში 8 გოლი გაიტანა. ცხოვრებაძემ VbetNews-თან კომენტარი გააკეთა და თამაში შეაფასა:

„რომ შემეძლოს საუკეთესო მოთამაშის ტიტულს გამარჯვებაში გავცვლიდი, ძალიან ცოტა დაგვაკლდა მოგებამდე, სამწუხაროდ ბოლოს უაზრო შეცდომები დავუშვით და ამის გამო მატჩი ფრედ დასრულდა.

წინ საპასუხო თამაშია ფინეთში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეცდომები გამოვასწოროთ და მოვიგოთ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ და გვიგულშემატკივრეს“ – განაცხადა ჩვენთან საუბარში ცხოვრებაძემ.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი მატჩი 19 იანვარს ფინეთში გაიმართება.

 

ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი უკრაინის პრემიერლიგაში გადავიდა